გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორს, საპყრობილის ყოფილ მორიგე ოფიცერ ვლადიმერ ბედუკაძეზე ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ინტერპოლის ვებგვერდზე ბედუკაძის ფოტო და მისი პირადი მონაცემები დაიდო.
დანაშაულის კატეგორიად, რომლის საფუძველზეც ბედუკაძე წითელი ცირკულარით იძებნება, ინტერპოლს "სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა" აქვს მითითებული.
გლდანის ციხეში პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეომასალები 18 სექტემბერს გამოქვეყნდა, თუმცა იმ დროისთვის ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში აღარ იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, ბედუკაძე ბრიუსელშია, სადაც რამდენჯერმე პრესკონფერენციაც გამართა.სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები