Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/preview-2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/preview-2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/preview-2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/preview-2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
"ქართული ოცნების” ინფორმაციით, საზღვარგარეთ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო 64%, ნაციონალურმა მოძრაობამ - 29%
ქართული ოცნების მიგრაციისა და დიასპორებთან ურთიერთობის სამსახური საზღვარგარეთ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცესკომ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი მიკერძოებულობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ და აჩვენა, რომ აგრძელებს ბრძოლას ქართველი ემიგრანტების წინააღმდეგ "პირველი განცხადება, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა ემიგრაციაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, იყო ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილებში 23 სექტემბერს ჩატარებული კენჭისყრის მონაცემები, რასაც შეგნებულად დაარქვა საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებიდან მიღებული წინასწარი შედეგები. ამით ცესკომ სცადა შეექმნა განწყობა, თითქოს ქართველი ემიგრანტები მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც უცხოეთში ჩვენი მოქალაქეების დიდ გულისწყრომასა და დამსახურებულ აღშფოთებას იწვევს. ჩვენს მიერ საზღვარგარეთის 45-ვე უბნის ოქმების დათვლის და შეჯამების შედეგად ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 64%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ - 29. იმ შემთხვევაში, თუ ემიგრანტების უბნებს დაემატება ავღანეთში დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილების კენჭისყრის შედეგები, ამ შემთხვევაშიც კი ქართულ ოცნებას ექნება 52,7% ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 41,3%. გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ცესკო შეგნებულად არ აქვეყნებს იმ უბნების შედეგებს, რომლებიც ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა და რომლებიც დიდი უპირატესობით აქვს მოგებული ქართულ ოცნებას. ჩვენი აზრით, ცესკო ამით ცდილობს შექმნას და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს საზოგადოებაში იმის ილუზია, თითქოს ქართული ოცნება საზღვარგარეთის უბნებს აგებს. მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ თავისი დადგენილებით, საზღვარგარეთ დისლოცირებული საქართველოს სამხედრო ნაწილების და ემიგრაციის უბნები გააერთიანა ერთ ოლქში, მოვითხოვთ რომ, ცესკომ ოფიციალურად ცალ-ცალკე გამოაცხადოს ემიგრანტების და სამხედრო უბნების შედეგები, რათა გამოჩნდეს ემიგრაციის რეალური განწყობა", - ნათქვამია განცხადებაში.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.