პოლიტიკა
„შიშის სინდრომი“ ზუგდიდში
„შიშის სინდრომი“ - ამ თემაზე იმსჯელეს დღეს ზუგდიდში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“. შეხვედრის ორგანიზატორმა „თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდის ოფისმა“ „კვლევის“ შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო. ფსიქოლოგებმა შიშის ფაქტორების პრეზენტაცია გამართეს და დარბაზში შეკრებილ ზუგდიდელებს გამოსავლის ძიების გზებზე უამბეს. რისი ეშინიათ ყველაზე მეტად ზუგდიდელებს? - "თავისუფალი დემოკრატების" "კვლევის" მიხედვით, ხალხს აქვს ტელეფონის (მათ შორის გამორთულის), უკანონო მოსმენების, ბიზნესზე ზეწოლის, სამსახურის, სოციალური დახმარებისა და ქონების დაკარგვის შიში... როგორც "თავისუფალი დემოკრატები" ამბობენ, "კვლევის" შედეგები რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, თუმცა რესპონდენტთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ. პრეზენტაციის ავტორებს არ უთქვამთ, "კვლევა" ვისი დაკვეთით ჩატარდა, მასში რამდენი რესპონდენტი მონაწილეობდა, ან ეს რესპონდენტები რა პრინციპით შეირჩა და საერთოდ, სოციოლოგიური თვალსაზრისით, რამდენად სანდოა წარმოდგენილი შედეგები. დღეს, ზუგდიდში შეკრებილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება სწორედ დაშინების მეთოდით ცდილობს საზოგადოების დამორჩილებას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.