Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/10/u1_anaklia26.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პროკურატურა ანაკლიაში მიწების ჩამორთმევის საქმის გამოძიებას დაიწყებს
საინფორმაციო საგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ანაკლიაში მიწების ჩამორთმევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კბილაშვილმა განუცხადა, სხვა საქმეების მსგავსად, ამ საქმის გამოძიებაც დაიწყება. "ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. საკადრო საკითხების გადასაწყვეტად ჩვენ ერთკვირიანი ტაიმ-აუტი გვაქვს აღებული. სამშაბათს, როცა ეს ერთი კვირა ამოიწურება, მე საქმეების გამოძიების დაწყების შესახებ გამოვაცხადებ. მანამდე კარგი იქნება, რომ ამ ადამიანებმა მოგვმართონ წართმევისა და დანაშაულის შესახებ, რათა წყარო ასეთი განაცხადი იყოს და არა ინტერნეტით გავრცელებული. პრინციპში ისიც წყაროა და პრობლემა არ არის, თუმცა როდესაც განაცხადი ოფიციალურად შემოვა, ვალდებულები ვართ მივიღოთ და მოკვლევა დავიწყოთ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2009-2010 წლებში ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიაში მიწების ხელში ჩაგდების მიზნით, მიწის მესაკუთრეებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში დაზარალებულები ღიად საუბრობენ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების დაპატიმრებით ან სამსახურიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დათმობდნენ ქონებას. ერთ-ერთი დაზარალებული იმაზეც საუბრობს, თუ როგორ ჰპირდებოდა ზაზა გოროზია სახელმწიფოს მიერ უკვე ჩამორთმეული მიწის სანაცვლოდ მესაკუთრეს კომპენსაციის გადახდას ან ალტერნატიულ ნაკვეთს იმ ტერიტორიაზე, სადაც სასტუმრო "ანაკლია" აშენდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.