პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის საკითხზე მუშაობას იწყებს
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სოფლის მეურენობის მინისტრ დავით კირვალიძესთან შეხვედრას გამართავს. ზურაბ აბაშიძე რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენის საკითხზე იწყებს მუშაობას. მისი თქმით საქართველო–რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის აღდგენა ერთ–ერთი მთავარი სტარტეგიაა, რომელზეც მხარეებმა მოლაპარაკება უნდა გამართონ. დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული ნაწარმის რუსეთში ექსპორტის საკითხი განიხილება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე უფრო რეალისტურია რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენა. მეზობელ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას საქართველოს პრემიერ მინისტრი ჯერჯერობით შორეულ პერსპექტივად მიიჩნევს. ბიძინა ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ქართული მხარის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.