Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/NewParliamentChamber-Kutaisi-May26.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პარლამენტის ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატი საპარლამენტო ფრაქციად რეგისტრირდება
პარლამენტის ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატი საპარლამენტო ფრაქციად რეგისტრირდება. ახალი ფრაქციას- "უპარტიო , დამოუკიდებელი მაჟორიტარები" ქმნიან. გაერთიანებას სათავეში ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი ჩაუდება, რეგისტრაციის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა, დასკვნა კი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. ხუთ მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გასულმა დეპუტატებმა გოგი ლიპარტელიანმა, გოდერძი ბუკიამ, ენზელ მკოიანმა, კახა ოქრიაშვილმა და სერგო ხაბულიანმა უმცირესობაში გაერთიანებაზე უარი პარლამენტში შესვლისთანავე თქვეს. მათ რიგებს მოგვიანებით ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილიც შეუერთდა. გოზალიშვილის უმცირესობიდან წასვლით დამოუკიდებელ დეპუტატებს ფრაქციის შექმნის საშუალება მიეცათ. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე  ეცნობება და  პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.