პოლიტიკა
ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებები მალე გასაჯაროვდება
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განაცხადებით გამოძიების  შედეგად დადგინადა, რომ   2011 წლის ოქტომბერში, თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძესთან და მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასთან ერთად , მინისტრის სამუშაო კაბინეტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს 6 სამხედრო მოსამსახურეს. მისივე განცხადებით, ახალაიამ ერთ-ერთ სამხედროს დანის ტარი თავში ჩაარტყა. "გუშინ და დღეს დილით გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულნი არიან: ბაჩანა ახალაია, ზურაბ შამათავა და გიორგი კალანდაძე, სწორედ სისხლის სამართლის 333-ე მუხლის შესაბამისად. მათ ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინებათ. ვინაიდან დაკავებული პირების მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში ამხელენ აღნიშნულ პირებს, უახლოეს საათებში გასაჯაროვდება. მათი ჩვენებები განთავსდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღეის მდგომარეობით, პროკურატურაში მრავალი განცხადებააა მრავალი ეპიზოდის შესახებ, რომელშიც მხილებული არიან დაკავებული პირები, თუმცა დაკავების საფუძველი გახდა ის, რაც მე მოგახსენეთ. სხვა ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებს ეტაპობრივად გაცნობებთ", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა. ამ დრომდე დაკავებულ პირთაგან მოწმის სახით მხოლოდ ბაჩანა ახალაიაა დაკითხული.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.