პოლიტიკა
უსუფაშვილი - კოალიციაში გარკვეული კრიზისული მოვლენებია
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, კოალიციაში "გარკვეული კრიზისული მოვლენებია". როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მოგვარდება და უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზრდება. "კოალიციაში კრიზისი არ არის. არის გარკვეული კრიზისული მოვლენები. რა თქმა უნდა, არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო, როცა უწყებები განცხადებით მიმართავენ ერთმანეთს. როდესაც პრემიერი და მინისტრი ტელევიზიით ესაუბრებიან ერთმანეთს, ან როცა პარლამენტის თავმჯდომარეს მედიისთვის იმის თქმა უწევს, რასაც ახლა ვამბობ, ე.ი. რაღაც ნიშნები არსებობს იმისთვის, რომ დროზე მივხედოთ საქმეს, რათა ის უფრო რთულ პრობლემებში არ გადაიზარდოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი შეფასებით, ხანდახან ასეთი კრიზისული მოვლენა სასარგებლოა იმისთვის, რომ "მიიხედ-მოიხედონ და სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ". პარლამენტის თავმჯდომარემ კოალიციის პარტნიორებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ არსებული პრობლემები მოაგვარონ ისე როგორც მათ ეკადრებათ.
"მივმართავ პარტნიორებს კოალიციაში. გარკვეულ კრიზისულ ვითარებას გავუმკლავდეთ ისე, როგორც გვეკადრება კოალიციის პარტნიორებს. ისე როგორც გვეკადრება ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის ამღებ ხალხს. ყველა თემა განვიხილოთ და მოვაგვაროთ კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოში ისე, რომ არ დავაზარალოთ ქვეყანა", - განაცხადა უსუფაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.