Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/axalaia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ბაჩო ახალაისთვის პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაია გლდანის #8 დაწესებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ის წინასწარი პატიმრობის ვადას სწორედ გლდანში გაატარებს. 25 დეკემბერს კი, ახალაიას წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული. ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად წარედგინა ბრალი. ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიება წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ხოლო გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას 20-20 000 ლარიანი გირაო დაეკისრათ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატები ბაჩო ახალაიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. "პროკურატურის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, უსაფუძვლოდ მიგვაჩნია. 48-საათიანი ვადა გვაქვს იმისთვის, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ და აღმკევთ ღონისძიებად ისევ გირაოს ან თავდებობის გამოყენება მოვითხოვოთ. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სარჩელს ალბათ, დღეს შევიტანთ", - განმარტა ახალაის ადვოკატმა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს თანხა - 20 ათასი ლარი ჯერ არ გადაუხდია. ადვოკატ დავით დეკანოიძის განცხადებით, ოჯახი თანხას აგროვებს. "ჯარიმის გადახდა ჯერ არ მომხდარა, ოჯახი თანხას აგროვებს. 20 ათასი ლარი დიდი თანხაა, გამწარებულია ხალხი", - აღნიშნა დეკანოიძემ. გაერთიანებული შტაბის უფროსმა გიორგი კალანდაძემ გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. კალანდაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განუცხადებით შტაბის უფროსმა საპყრობილე გირაოს - 20 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გამთენიისას დატოვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.