Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/preview1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
როლანდ ახალაია ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით არჩილ კბილაშვილს მიმართავს
საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს. მთავარი პროკურორისადმი მიმართვის ტექსტს რადიო “ათინათი”გთავაზობთ "გაცნობებთ, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ვიყრიდი მაჟორიტარ დეპუტატად ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქში. სხვა პირებთან ერთად კანდიდატად წამოყენებული იყო დღევანდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ალასანია წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში მიგზავნიდა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, ჯაბა იოსელიანის ახლო მეგობარსა და ხობის რაიონის "მხედრიონის" ყოფილ უფროსს, ადამიანთა გატაცებასა და სხვა სახის დანაშაულზე არაერთხელ მხილებულ პირს, თემურ გერგაიას. ალასანია ჩემგან მოითხოვდა მოგებული არჩევნებიდან მომეხსნა ჩემი კანდიდატურა და გზა მისთვის დამეთმო, თუ არა და დაჭერით მემუქრებოდა. ასევე, მისი წინადადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იმუქრებოდა ზუგდიდში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებით. ჩემი მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, მეორე დღეს, 2012 წლის 3 ოქტომბერს ი. ალასანიას ხელმძღვანელობით, დაიწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხალხის მასობრივი შემოყვანა და დაპირებისამებრ არეულობის მოწყობის მცდელობა. რომ არა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დროული რჩევა, სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომის პროვოცირება გარდაუვალი იყო", - მიმართავს ახალაია პროკურორს. ახალაიას მიაჩნია, რომ ალასანიას ქმედებაში არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. "გთხოვთ გამოძიების დაწყებას. აღნიშნულზე გამაჩნია მტკიცებულებები", - აღნიშნავს ახალაია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.