პოლიტიკა
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ,რომ ორგანიზაციის საქმიანობა არ შეფერხებულა

"საქართველოს რკინიგზის" ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა დღეს, 10.00 საათზე , თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაფიცვა დაიწყეს. მისივე ინფორმაციით, თანამშრომლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა, სადაც სტაჟი და დამსახურება იქნება გათვალისწინებული, ასევე ახალი საპრემიო სისტემის შემოღება.

დღესვე განცხადება გაავრცელა "საქართველოს რკინიგზამ". მათი განცხადებით, რკინიგზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და რკინიგზელების უმრავლესობა გაფიცვას არ აპირებს. კომპანიის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზაში" პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მათივე ინფორმაციით, დაფიქსირებული მოთხოვნების ცხრა პუნქტიდან "საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტმა შვიდი დადებითად გადაჭრა, დარჩენილი ორი პუნქტიდან ერთი სასამართლო განხილვის საგანია, ხოლო დარჩენილ ერთ პუნქტზე ვერ მოხერხდა შეთანხმება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.