პოლიტიკა
უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა,  უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავოს. როგორც უკრაინული გამოცემა kyivpost-ი წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად აშშ-ში, ტაფტის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. როგორც გამოცემა წერს, საჯარო სამსახურში პროფესიონალების ნაკლებობამ, უკრაინის მთავრობა აიძულა საზღვარგარეთ ეძებოს კვალიფიციური კადრები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებენ.
ამ დროისთვის უკრაინის კანონმდებლობა უცხოელებს უფლებას არ აძლევს,  მთავრობაში თანამდებობები დაიკავონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დათანხმდებიან უკრაინის მთავრობაში მუშობას, მათ უკრაინის მოქალაქეობა უნდა მიიღონ. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობა ნებადართული არ არის. უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 27 ნოემბერს პარლამენტს მიმართა, ნება დართონ უცხოელებს მთავრობაში პოსტები დაიკავონ. გარდა ამისა, მან კანონმდებლებს თხოვნით მიმართა, წარმოადგინონ იურიდიული ინსტრუმენტები, რომლებიც უკრაინის მთავრობაში დასაქმების კანდიდატებს მიანიჭებს უკრაინის მოქალაქეობას სპეციალური დადგენილებების მეშვეობით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.