საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი ეწვია.
ეშტონის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:00 საათისთვის დაეშვა.
პირველ შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართავს.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
გამგზავრების წინ კი, 17:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ქეთრინ ეშტონი ბრიფინგს გამართავს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს აზიური ტურნეს დაწყებამდე ეწვია.
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები