Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/12/1353400822_oqruashvili432.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება
უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ საქმეზე ოქრუაშვილისა და სხვა ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, შესაძლოა, აღნიშნულმა პირებმა კვლავ სცადონ მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება ან მტკიცებულებების განადგურება, რაც ხელს შეუშლის გამოძიებას. მოსამართლის არგუმენტი უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარემ. ადვოკატების განცხადებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. მათ მოსამართლის აცილება მოითხოვეს, რასაც ბრალდებულებიც დაეთანხმნენ. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხვა საქმეზე 11-წლიანი პატიმრობის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმეზე ოქრუაშვილს აღმკვეთი ღონისძიება უნდა მოეხსნას. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ადვოკატების ნაწილმა მათი გირაოს, ნაწილმა კი გირაოს გარეშე გათავისუფლება მოითხოვა.ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისა და საქმესთან დაკავშირებული მოწმეების სახით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობები დააყენეს. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულები დასაკითხ პირთა სიაში იყვნენ და შესაბამისად დაიკითხებიან.მოსამართლემ მოწმეების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 10 დეკემბერს, 10.00 საათზე გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.