პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: არ უნდა ჩავყვეთ რუსეთს საფლავში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთთან ურთიერთობას და ლარის გაუფასურებას ეხმიანება და განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიდოში ქვეყანა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებული გახდა და ქართული ეკონომიკა აღარ იყო მიბმული რუსულ ბაზარს, დღეს კი განსხვავებული რეალობაა. ,,ჩვენ, 2004-ში ჩავიბარეთ ქვეყანა ცარიელი ხაზინით, რომელიც ენერგეტიკულად მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული, მიბმული იყო რუსულ ბაზარზე და ლარი ჩამოკიდებული იყო რუბლის კურსზე, შესაბამისად რუბლთან ერთად დაეცა 1998 წელს. 2012 წელს, ახალ მთავრობას ჩვენ გადავაბარეთ ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკულად სრულიად დამოუკიდებელი იყო, რუსეთი აღარ შედიოდა სავაჭრო პარტნიორების პირველ ხუთეულშიც კი, და მათ დავუტოვეთ მრავალგზის გაზრდილი სავალუტო რესურსები, ასევე რამდენიმე მილიარდიანი თავისუფალი, ზედმეტი თანხა ბიუჯეტში. ივანიშვილის მმართველოვის 2 წლის თავზე ჩვენ ისევ მივებით რუსულ ბაზარს, ესეიგი ლარი დამოკიდებული გახდა ხელახლა რუბლის რყევებზე, ბიუჯეტში საერთო ჯამში 1,5 მილიარდიანი გარღვევაა და უახლოესი მომავალი სრულ ეკონომიკურ კოლაპსს გვიქადის",-აცხადებს სააკაშვილი. წარსულში დაბრუნება არ შეიძლება დავუშვათ! ვინაიდან იქიდან ხელახლა გამოსვლა ნებისმიერი შემდგომი მთავრობისთვის ურთულესი ამოცანა იქნება. მჯერა, რომ ამას ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხვდება, განსაკუთრებით, პუტინის რუსეთის გარდაუვალი კრახის ფონზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.