პოლიტიკა
ეკა ბესელიას შეფასებით, პროკურატურა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, პროკურატურა ინსტიტუციურად უნდა გაძლიერდეს და მოხდეს მისი ფუნქციის უფრო მკვეთრად და მკაფიოდ ჩამოყალიბება. როგორც დეპუტატი განმარტავს, მმართველმა გუნდმა ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის შს სამინისტროს და პროკურატურის რეფორმის პირველი ეტაპი დაიწყო, თუმცა მისივე თქმით, რეფორმა გრძელდება. "ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა განგვეხორციელებინა შს სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმა. ამის პირველი ეტაპი დავიწყეთ, როცა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა "პოლიციის შესახებ" კანონში. ასევე პროკურატურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით მოხდა მისი ინსტიტუციური გამიჯვნა. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი. ახლა იგეგმება მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მკაფიოდ მოხდება პროკურატურის ფუნქციების, მისი როლის განსაზღვრა – იქნება ის ინსტიტუციურად აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ სხვა ადგილას. ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხია", - აცხადებს ეკა ბესელია. დეპუტატის თქმით, პროკურატურის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურ კოორდინაციაში იქნება საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფთან, რომელიც ინსტიტუციური რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მათ შორის პროკურატურის მიმართულებით. საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.