პოლიტიკა
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტი და საქართველოს შესახებ რეზოლუცია.სტრასბურგში ევროპარლამენტის სხდომას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი. სხდომაზე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების მიერ მიწვეულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.სხდომამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც მონაწილეობდა, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ანდრეის მამიკინსმა განაცხადა: „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იმუშავა. ვიმედოვნებ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდეგ, დავიწყებთ მოლაპარაკებებს უვიზო მიმოსვლის თაობაზე და შესაძლოა მომავალში ჩვენ ვილაპარაკოთ ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. როგორც ცნობილია,ევროკავშირის მნიშვნელოვანი პრინციპია გაფართოვება,საქართველო კი ევროპული ქვეყანაა. საქართველო ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.“გიორგი მარგველაშვილი ამავე პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „დღეს ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ წინ მივიწევთ ევროპული ერების ოჯახისკენ.განვაგრძობთ ნაბიჯებს, რომლებსაც კულტურული, თუ ემოციური თვალსაზრისით ჩემი ხალხის არაერთი თაობა დგამდა.ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით, ამ ნაბიჯების გადადგმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო“. ევროპარლამენტის სხდომის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.