რადიო "თავისუფლების" ბაქოს ოფისში ჩხრეკას აწარმოებს ქვეყნის გენერალური პროკურატურის ათამდე გამომძიებელი, რომლებიც აცხადებენ, რომ აქვთ სასამართლოს სანქცია „ოფისის დახურვის თაობაზე“. რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორის ქენან ალიევის განცხადებით, პროკურატურის თანამშრომლები, რომლებსაც თან ახლდნენ შეიარაღებული პოლიციელები, ბიუროს ოფისში ადგილობრივი დროით 10:30 საათზე შევიდნენ. სამართალდამცველებმა ერთ ოთახში შესვლა უბრძანეს ბიუროს 20-მდე თანამშრომელს, აუკრძალეს მათ გარე სამყაროსთან კონტაქტი და მოითხოვეს ბიუროს დოკუმენტები და თანამშრომელთა პირადი საქმეები. პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასამართლოს დადგენილებით აზერბაიჯანულ სამსახურში შემოწმება ტარდება, როგორც უცხოეთის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაში. მიმდინარე წელს აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ასეთივე რეიდები უკვე ჩაატარეს ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და „აირექსის“ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფში. ორივე ორგანიზაცია მოგვიანებით დაიხურა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები