პოლიტიკა
რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს თანამშრომლები დაკითხეს
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს 12-ვე დაკავებული თანამშრომელი 28 დეკემბერს დაკითხვის შემდეგ ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. მათი დაკითხვა თითქმის 12 საათს გაგრძელდა. დღეს  ბაქოს ბიუროს კიდევ 8 ყოფილი და ახლანდელი თანამშრომელია დაკითხვაზე დაბარებული. ისინი გააფრთხილეს, რომ ნებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იძულებით წაიყვანენ დაკითხვაზე.  რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომლებს, 28 დეკემბრის დაკითხვაზე, ადვოკატის აყვანის უფლება არ მისცეს. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ბაქოს ბიუროს თანამშრომელთა იძულებით წაყვანას დაკითხვაზე „უპრეცედენტო“ უწოდა რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის მთავარმა რედაქტორმა და კომპანიის ერთ-ერთმა მთავარმა აღმასრულებელმა პირმა ნენად პეიჩმა.  „აზერბაიჯანის პოლიცია ჩვენი რადიოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ტერორიზებას ახდენს“, - განაცხადა ნენად პეიჩმა. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.