პოლიტიკა
ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილეს
ვაზიანში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიაში მონაწილე 43-ე ბატალიონის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგადაც მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალმა ნორმან ქულინგმა, რომელიც ცერემონიალზე დასასწრებად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. მათ ქართველ სამხედროებს მისიის წარმარტებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. გაცილების ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავითმა დალოცა. შეირაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ქართველმა სამხედროებმა მისიაში ჩართვისათვის რამდენიმეთვიანი სწავლების კურსი გაიარეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.