პოლიტიკა
საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა
საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებში ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. "ბიბისის" ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, სარკოზის პარტია ადგილობრივ საბჭოებში 65 ადგილს დაიკავებს. მმართველი სოციალისტური პარტია კი, წინა არჩევნებთან შედარებით 30 ადგილით ნაკლებს დაიკავებს. რაც შეეხება მარინ ლე პენის მემარცხენე რადიკალური პარტია "ეროვნული ფრონტს", ის გუშინ გამართული არჩევნების შედეგად პოზიციებს ადგილობრივ საბჭოებში კიდევ უფრო გაიმყარებს. არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ ამომრჩეველმა ამ არჩევნებით მისი შემცვლელის, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პოლიტიკა "მასობრივად უარყო". "ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას ამგვარი გამარჯვება საბჭოებში ჯერ არ მოუპოვებია. მთავრობაში მყოფი პარტიის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - განაცხადა სარკოზიმ. ექსპერტების განცხადებით, ეს არჩევნები 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთგვარი "ტესტი" იქნება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.