Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/preview.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ლენინგორის რაიონში ქართული გაზის მიწოდების საკითხი აქტუალური აღარ არის
ოსური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. "2008 წლის ომის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ სერთაშორისო შუამავლების მეშვეობით არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით, მომხდარიყო ბუნებრივი აირის მიწოდება ლენინგორში მცხოვრები მოსახლეობისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ აქ ძირითადად ქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს", - განაცხადა ჯიოევმა. მისივე თქმით, მიუხედავად ეუთო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ოთხწლიანი თხოვნისა, ქართული მხარე ამაზე არ თანხმდებოდა. "მოცემულ მომენტში კი, ეს საკითხი აქტუალური აღარ არის",-განაცხადა ჯიოევმა. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. მთავრობამ "ლენინგორთან" სატრანსპორტო კომუნიკაცია დაამყარა და ახლა წყდება რაიონისთვის გაზის მიწოდების საკითხიც. "რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის დანარჩენ ნაწილს, ის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილია, რომელიც 2009 წლიდან რუსეთიდან შემოდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლენინგორში ქართული გაზის მიწოდების საკითხი აქტუალური აღარ არის",-დასძინა ჯიოევმა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, მთავრობა გაზის შეყვანას ცდილობს. "გუშინ მთელი საათი ვსაუბრობდით მე და პაატა ზაქარეიშვილი, რომ მოვახერხეთ, მივიყვანეთ გაზი და ახლა ფასებია დასაზუსტებელი", - განაცხადა ივანიშვილმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.