პოლიტიკა
ყახაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გაიმარჯვა
"ბიბისის" ცნობით, ყახაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ნაზარბაევმა არჩევნებში მონაწილეთა ხმათა 97,7 პროცენტი დააგროვა. მისმა კონკურენტმა, კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, ტურგუნ სიზდიკოვმა 1,6 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა აბელგაზი კუსაინოვმა მხოლოდ 0,07 პროცენტის მოპოვება შეძლო. არჩევნების საბოლოო შედეგები 3 მაისამდე გამოცხადდება. ყახაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, რამდენიმე თვის წინ ყაზახეთის სახალხო კრების საბჭომ არჩევნების წელს გამართვა მოითხოვა. ყახაზეთს ნურსულთან ნაზარბაევი უკვე 25 წელზე მეტია მართავს. არასამთავრობო ორგანიზაციები მას ოპოზიციის მუდმივ ზეწოლაში ადანაშაულებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.