პოლიტიკა
დაიბეჭდა ნემცოვის ანგარიში უკრაინაში რუსეთის სამხედრო მონაწილეობაზე
ანგარიშის თანახმად, რომელზეც ნემცოვის თანაპარტიელები, ჟურნალისტები და ასევე ეკონომისტი სერგეი ალექსაშენკო მუშაობდა, 2014 წლის აგვისტოში, უკრაინის კონფლიქტის ზონაში 150-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. მოხსენება იმ ცნობების საფუძველზე გაკეთდა, რომელიც ნემცოვმა დაღუპული ჯარისკაცების ნათესავებისგან მიიღო. სერგეი ალექსაშენკოს შეფასებით, 10 თვეში, რუსეთმა უკრაინასთან ომის დროს 53 მილიარდამდე რუბლი დახარჯა. მარტში ნემცოვის თანაშემწემ ოლგა შორინამ ჟურნალისტებს წარუდგინა ბარათი, რომელიც ნემცოვმა მას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გადასაცა. მასში ეწერა: " ჩემზე გამოვიდნენ მედესანტეები ივანოვოდან. მოკლულია 17. ფული არ მოგვცეს. ჯერ ლაპარაკის ეშინიათ". ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერს ანონიმურმა წყარომ შეატყობინა. მისი ინფორმაციით,რუსი სამხედროები დებალცევოში საბრძოლველად გამგზავრებამდე, არმიიდან დაითხოვეს და მოხალისის სტატუსი მიიღეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი მათ, დაღუპვის შემხთვევაში ოჯახებისათვის კომპენსაციის გადაცემას დაპირდა. როგორც დაღუპული ოჯახის წევრებმა ნემცოვს უთხრეს, სახელმწიფომ დაპირება არ შეასრულა და ისინი დახმარებას რუს ოპოზიციონერს სთხოვდნენ. 150512101630_yashin_nemtsov_message_624x351_ap ანგარიშში ასევე რუსეთის ხელისუფლების მიერ, უკრაინის კონფლიქტის გამო დახარჯულ თანხებზეცაა საუბარი. გამოძიების თანახმად, პუტინის მთავრობამ 80 მილიარდი რუბლი, მარტო 2014 წელს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან დევნილების შესანახად დახარჯა. გარდა ამისა, აღნიშნულ კვლევაში რუსი ეკონომისტი, სერგეი ალექსაშენკო ამბობს, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსიისა და დასავლეთის ეკონომიკური სანქციების შედეგად 2 ტრილიონი რუბლი დაკარგა. ანგარიშზე მუშაობა ბორის ნემცოვმა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. 28 თებერვალს კი იგი მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მისი დაღუპვის შემდეგ, საბუთების შეგროვება, მისმა თანამებრძოლმა ილია იაშინმა გააგრძელა. ანგარიში 64 გვერდიანია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.