Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/eutooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ODIHR-მა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე დაკვირვება დაიწყო
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე დაკვირვება დაიწყო. ოფისის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, პირველი ასეთი პროცესი თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინასასამართლო მოსმენა იყო - რომელსაც, სხვა ბრალდებულებთან ერთად, ბრალად უკანონო დაკავება, წამება და ძალაუფლების გადამეტება ედება . საქმის წინასწარი მოსმენა 20 თებერვალს გაიმართა და 28 თებერვლისთვის გადაიდო. „სასამართლო პროცესზე დაკვირვება ძლიერი მექანიზმია სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდაჭერისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების საშინაო და საერთაშორისო გარანტიების ხელშეწყობისთვის“ – ამბობს ODIHR–ის დირექტორი იანეშ ლენარჩიჩი ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
იგი ასევე დასძენს: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მონიტორინგი საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციას“.
ცნობაში ასევე ვკითხულობთ, რომ ODIHR–ის საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი შეისწავლის ადგილობრივ კანონმდებლობას და სასამართლო პროცედურებს იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება ისინი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს. შემდეგ ჯგუფი გაავრცელებს ანგარიშს, რომელშიც ასახული იქნება მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ყველა ნაკლოვანება და გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციები, რათა სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ეუთოს სტანდარტებთან მოვიდეს შესაბამისობაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.