ეგზიტპოლების თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი, ანჯეი დუდა იმარჯვებს, რომელიც ოპოზიციური პარტიის "სამართალი და სამართლიანობა" წევრია. დუდამ ამომრჩეველთა ხმების 53 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა, ბრონისლავ კომოროვსკიმ - 47 პროცენტი. არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელმა 56,1% შეადგინა. იმ დროს, როდესაც კომაროვსკი წინასაარჩევნო კამპანიაში , ძირითადად, თავის გამოცდილებაზე აკეთებდა აქცენტს, დუდა- ცვლილებებზე საუბრობდა. კერძოდ, მან პირობა დადო, რომ გააუქმებდა კანონს, საპენსიო ასაკის 67 წლამდე გადაწევის შესახებ, შემოიღებდა საგადასახადო შეღავათებს და მხარს დაუჭერდა ახალგაზრდა და ნაკლებად შეძლებულ ოჯახებს. ევროპარლამენტის წევრი, პროფესიით იურისტი, 43 წლის დუდა იყო პოლონეთს სეიმის დეპუტატი, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროში. ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ იგი ქვეყნის არჩევანს პატივს სცემს და არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან, ანჯეი დუდას გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კვირას, 24 მაისს გაიმართა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები