პოლიტიკა
ე.წ. ჯაშუშების საქმის განხილვას ბაჩო ახალაია დაესწრება
ე.წ. ჯაშუშების საქმეზე დღეს, ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა განახლდება.  ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ  სხდომას ბაჩო ახალაია დაესწრება. 
ადვოკატის თქმით, დღეს მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. 
ამ საქმეზე ბრალდებული მეგის ქარდავა და ნიკა ძიმცეიშვილი, როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფებიან. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მათ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ქარდავა და ძიმცეიშვილი ძებნილად არიან გამოცხადებული.
ბაჩო ახალაიას კი, ამ საქმეზე ბრალი ე.წ. ჯაშუშებად გამოცხადებული პირების წამების ორგანიზებაში ედება, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით. მას ასევე ედავებიან, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. მითვისება-გაფლანგვის ბრალდება აქვთ წარდგენილი მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილსაც.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მეგის ქარდავამ მიითვისა თანხა და ამაში მას დაეხმარნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი. 
დაცვის მხარის ინფორმაციით კი, ამ საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ლევან ბაქრაძეა.
დაცვის მხარის ინფორმაციით, თანხა, რომელზეც ბრალდებაშია საუბარი, წარმოადგენს 60 000-მდე ლარს, რომელიც გახარჯულია სერგეი ჩაპლიგინისა და სხვა ე.წ. ჯაშუშების საქმეზე. 
სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.