თურქეთის მმართველი პარტია კარგავს უმრავლესობას პარლამენტში
11:10 / 08.06.2015
თურქეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მმართველი პარტია - „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ - კარგავს უმრავლესობას პარლამენტში. არჩევნების წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიას ერგო ხმების 41%. ეს შეესაბამება 260-მდე საპარლამენტო მანდატს, რაც 16-ით ნაკლებია უმრავლესობაზე. „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ იმედოვნებდა, რომ ამჯერადაც შეინარჩუნებდა უმრავლესობას, რის შემდეგაც აპირებდა კონსტიტუციის შეცვლას პრეზიდენტის უფლებამოსილების გასაზრდელად. ამ გეგმის განხორციელება მოსალოდნელი აღარ არის მას შემდეგ, რაც ქურთების მთავარმა პარტიამ -"სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" - მოიპოვა ხმების 11%-მდე, ანუ საკმარისი პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 10%-ანი ბარიერის გადასალახად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები