Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/03/prezidentis-sasaxle.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრემიებზე 537 048 ლარი დახარჯა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში 26 პირის პრემიებზე 537 048 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოანცემთა ბაზის IDF-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ყველაზე მაღალი პრემია 13 თვის მანძილზე პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ზურაბ დარჩიაშვილმა - 47 710 ლარი აიღო. გაცემული პრემიის ოდენობით მეორე ადგილზეა პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი ნათია ბანძელაძე, რომლის პრემია - 40 013 ლარს შეადგენს. მესამე ადგილზეა პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი, რომელმაც 13 თვის მანძილზე 38 940 ლარის პრემია აიღო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირების სახელები, შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ პრეზიდენტის შვიდი მრჩევლიდან რომელს ეკუთვნის ეს პრემია. შედარებისთვის, დანარჩენი მრჩევლებიდან სამის 13 თვის პრემიები შეადგენს 17 400 ლარს, ერთის - 19 320 ლარს, ხოლო ორი დანარჩენის - 2000 და 4000 ლარს. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრემია აქვს აღებული პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს 13 თვის მანძილზე 32 240 ლარი. თუ შევადარებთ მრჩევლების მიერ აღებულ პრემიებს მათ თანამდებობრივ სარგოს, მივიღებთ, რომ ერთ-ერთმა მრჩეველმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.49-ჯერ მეტი პრემია აიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდეობრივი სარგო განსაზღვრულია 2 300 ლარით. შესაბამისა პრესსამსახურის უფროსმა 13 თვის მანძილზე ხელფასზე 1.3-ჯერ მეტ თანხას იღებდა პრემიის სახით. ხოლო პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა იგივე პერიოდში ხელფასზე 1.59-ჯერ მეტი თანხა პრემიის სახით აიღო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.