ნიკა გვარამია - ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა
16:54 / 01.10.2015
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. "გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" დახურა. არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან", - განაცხადა გვარამიამ. მისი თქმით, მათ გადაკეტილი აქვთ ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდნენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები