ირაკლი ღარიბაშვილი "გაზპრომის" საკითხის გააქტიურებას სპეკულაციად მიიჩნევს
16:27 / 13.10.2015
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხის წამოწევას "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სკელუპაციებს" უკავშირებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი აღნიშნული თემით მიზანმიმართულად სპეკულირებენ. "სამწუხაროა, რომ როცა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, როგორიც "აბრეშუმის გზის" ფორუმია, ჩვენი მედიის ყურადღება მიმართულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ წარმოწეული თემების აქტიურ გაშუქებაზე. ისეთზე, როგორიცაა სპეკულაციები "გაზპრომის" საკითხზე. ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი, მაგრამ ეს აჟიოტაჟი არ წყდება და არ წყდება მიზანმიმართულად. მათი მთავარი მიზანია, ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ამ კვირაში იმართება, გადაიფაროს და მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხებზე გადაიტანონ აქცენტები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა."ეს მოლაპარაკებები ყოველწლიურად მიმდინარეობს და არის ტექნიკური ხასიათის. რა თქმა უნდა, ეს ხდება ჩვენი ინტერესების დაცვით, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენს ქვეყანას",- აღნიშნა პრემიერმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები