პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რამდენჯერ უნდა "აგვაგდონ" რუსულმა სპეცსამსახურებმა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.  მის  სამწუთიან ვიდეო მიმართვაში საუბარია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, გავრცელებულ აუდიო საუბრებსა და "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. "ივანიშვილის და მისი რუსი მფარველების მეთოდები არ იცვლება, მათ რუსულ საიტზე ატვირთეს ნაწილ-ნაწილ გადაჭრილი რუსული სპეცსამსახურების მიერ სატელეფონო საუბრები. ისევე როგორც 2012 წელს მათ დაგვიდეს ციხის კადრები და ახლა ხომ ყველამ იცის, რომ ციხის კადრები დადგმული იყო. მოკლეს 9 თვის ბავშვი არჩევნებისთვის და ჩაატარეს ნამდვილი სპეცოპერაცია. რამდენჯერ უნდა "აგვაგდონ" რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით. რამდენჯერ უნდა წამოგვაგონ ერთსა და იმავე სატყუარაზე. ეს არის "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი აქციონერი ბიძინა ივანიშვილი. მთელი ევროპა ცდილობს მოუშორებელი ჭირის "გაზპრომის" მოცილებას და მან, ის უკვე მოშორებული დააბრუნა საქართველოში. მიაბა ქართული პროდუქცია მთლიანად რუსულ ბაზარს, რითიც ჩამოშალა ქართული ეკონომიკა. ახლა აპირებს სომხეთზე რკინიგზის გახსნას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მაგრამ ესეც არის პირდაპირი მოთხოვნა რუსეთის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართავში. ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, სიტყვის თავისუფლებისთვის, "რუსთავი 2"-ის დაცვისკენ. "ამ პირობებში "რუსთავი 2" ბოლო ბარიერია, რომელიც მას აკავებს, იმიტომ რომ სანამ საქართველოში არის სიტყვის თავისუფლება ყველა ეს შავბნელი გეგმა ბოლომდე წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ "რუსთავი 2–ის" დაცვა მათ შორის ფიზიკურად ადამიანების მიერ დაცვა ძალადობისგან, არის პირდაპირი გზა საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლების და მომავლის გადარჩენის", - ამბობს ის. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თუ ყოველგვარი პარტიული სიმპატიების და ყოველგვარი დაპირისპირების და ჯიბრის გვერდზე გადადებით საზოგადოება ერთად დადგება, საქართველო და თავისუფლება გაიმარჯვებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.