პოლიტიკა
"რუსთავი-2"-თან მოქალაქეები კარვებს შლიან
მოქალაქეები, რომლებიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-თან ჯერ კიდევ გუშინ საღამოს  შეიკრიბნენ და ამ დრომდე იქ ერთმანეთს ენაცვლებიან, დაშლას არ აპირებენ და ეზოს გარეთ კარვებს შლიან.  აქ იმყოფებიან როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე ტელეკომპანიის გულშემატკივრები. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, თუ ნახავს რომ ვინმე არის ძალადობის მსხვერპლი,მაშინ "დემოკრატები" ჟურნალისტებს დაიცავენ.  "პოლიტიკური ბრძოლის ხაზი არ გადის მხოლოდ თქვენს შლაგბაუმთან, პოლიტიკურ ბრძოლის ხაზი გადის იმ პოლიტიკური აქტივობით, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ვაწარმოებთ. ყველა შეხვედრაზე ამ საკითხს მწვავედ ვაყენებ. ჩემი ამოცანა არის ავარიდოთ ქვეყანას საფრთხე და არ დავუშვათ, რომ აქ ძალადობა განხორციელდეს", - განაცხადა ალასანიამ. 5 ნოემბერს  მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და "რუსთავი 2"-ს ახალი დროებითი მენეჯმენტი დაუნიშნა.      
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.