პოლიტიკა
უდუმაშვილის გენ.დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე ზაალ უდუმაშვილი უარს აცხადებს და მოუწოდებს მოსამართლე ურთმელიძის მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს, შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, თუნდაც დისტანციურად. ზაალ უდუმაშვილმა სასამართლოს მიერ დანიშნული არხის დროებითი მმართველების დავით დვალისა და რეზო საყევარიშვილის შეთავაზების საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არ არის ფინანსისტი და ვერ აიღებს შესაბამის ვალდებულებას. "ძალიან მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა საყვარელიშვილმა და დვალმა ისე, რომ ჩემი ხელმოწერა არ ყოფილიყო ზედ. ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა და შესაბამისად ეს დოკუმენტი უკანონოა. მე ვარ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ამ ვალდებულებას მე ვერ ავიღებ. 3 დღით ადრე რომ მოუნდათ ჩემზე დაეკისრებინათ ის ვალდებულებები, რაც კომპანიას აქვს გასასტუმრებელი, გასაგებია რაზეც მიანიშნებს. მათ სურთ კომპანია შეიყვანონ ჩიხში, ამას ვერ მოესწრებიან. თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, დისტანციურად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები,რადგან გააგაჩნიათ წვდომა ბუღალტერიასთან. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ",- დასძინა მან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.