პოლიტიკა
საზოგადოებრივი ინიციატივა: "ჟვანიამ ცესკო-ში შვილები და ნათესავები დაასაქმა"
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" კვლევის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცესკო-ში შვილები, მათი მეგობრები და ოჯახის სხვა ახლობლები დაასაქმა. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანიას 2014 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიიღო თანამდებობრივი სარგო – 130 727.55 ლარის ოდენობით, ხოლო 56 682 ლარი პრემია და 56 855 ლარი დანამატი. "საზოგადოებრივი ინიციატივა" აგრძელებს სახელმწიფო ორგანიზაციების მონიტორინგს. "ამ ეტაპზე გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ საჯარო ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქალბატონ თამარ ჟვანიას 2014 წლის და 2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით მიღებული შემოსავლების შესახებ. ქალბატონმა თამარმა, 2014 წლიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით მიიღო თანამდებობრივი სარგო – 130 727.55 ლარის ოდენობით. ასევე პრემია 56 682 და დანამატი 56 855 ლარი. სამივლინებო ხარჯი – 47 810. 49 ლარი. სახელმწიფოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავჯდომარის შენახვა ზემოთ მოცემულ წლების მიხედვით დაუჯდა – 292 075.04 ლარი. ჩვენი ორგანიზაცია ასევე დაინტერესდა ცესკო-ში არსებული ნეპოტიზმის ფაქტებით. კერძოდ, 2014 – 2015 წლებში ქალბატონმა ჟვანიამ აღნიშნულ უწყებაში დაასაქმა: შვილები ცისია ყაველაშვილი და გიორგი ყაველაშვილი; შვილის მეჯვარე – თამუნა ბატიაშვილი; შვილის მეგობარი - თათია ზარქუა; და – ნათია ჟვანია; სიძის და - ნინო ყავრელიშვილი; მაზლის ცოლი – ლეილა სიბაშვილი; სიძის ნათესავი – ტარიელ ნათენაძე; ქმრის ნათესავი – ირინა ბუზალაძე," - აღნიშნულია "საზოგადოებრივი ინიციატივის" განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.