პოლიტიკა
მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები განახლდა
სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავების შესახებ აცხადებენ. მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს საბრძოლო მოქმედებების წამოწყებაში.

გავრცელებული ინფრომაციით, მოკლულები ორივე მხარეს არიან. მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების განახლებას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. კიდევ ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი. ხოლო სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ მსხვერპლია ორივე მხარეს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განაცხადა. აზერბაიჯანი სომხეთს მთიანი ყარაბაღისა და შვიდი მიმდებარე რაიონის ოკუპაციაში ადანაშაულებს, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს ბაქომ და ერევანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სამშვიდობო შეთანხმება არაერთხელ დაირღვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.