Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/konferencia-mzaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები შეირჩა
მოსამართლეთა მეათე კონფერენციაზე თითქმის 15-საათიანი განხილვის შემდეგ,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრის ვინაობა უკვე ცნობილია.ოთხი დამოუკიდებელი და სამი სასამართლო კოლეგიისა და პალატის თავმჯდომარე მოსამართლე აირჩეულია: ილონა თოდუა, ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე, თამარ ალანია, შოთა გეწაძე, მერა გაბინაშვილი და ზაზა მეიშვილი. ხმის მიცემაში მონაწილეობა სულ 236-მა მოსამართლემ მიიღო. საბოლოო შედეგები მხოლოდ მეორე ტურის ფარული კენჭისყრის შედეგად გახდა ცნობილი, რადგან პირველ ტურში ორი მესამედი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. კენჭისყრის შედეგები ცნობილი გვიან ღამით 02:00 საათზე გახდა. მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენცია მუშაობას მომავალ კვირას განაახლებს, რადგან გუშინდელ სხდომაზე რეგლამენტით გაწერილი პროცედურები ვერ დასრულდა. მოსამართლეები მორიგ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებს აირჩევენ. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს პარლამენტი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე 6 წევრს, სავარაუდოდ, ოთხშაბათის სესიაზე დაამტკიცებს. მოსამართლეთა კონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ. მათი განმარტებით, არასამთავრობო სექტორი მომავალ კვირას დაგეგმილ კონფერენციასაც გაუწევს მონიტორინგს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.