Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/993785_596231270409619_1195252715_n1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ”საბრძოლო მოქმედებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი ნაცვლად - 15 ათასი ლარისა, 100 ათას ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს”
თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ”სამხედრო მოსამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები შევა და საბრძოლო მოქმედებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი ნაცვლად - 15 ათასი ლარისა, 100 ათას ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ ალასანიამ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. ”ჯარისკაცი თავისი სიცოცხლის ფასად იცავს სამშობლოს, სამშობლომ უნდა დაიცვას მისი ოჯახი; სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ღირსეულად დააფასოს ყველა ის გმირი, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის თავი გაწირა. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი 7 გმირი მივაბარეთ მიწას, მე გაცნობთ საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ჩვენი გმირი ბიჭების ოჯახების მხარდაჭერის შესახებ, მხარი დაუჭირა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ბრძოლაში დაღუპული ყველა გმირის ოჯახი დაწყებული აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებებიდან, დასრულებული დღეს მიმდინარე მოქმედებებით, ყოველთვიურად 1000 ლარს მიიღებენ. ეს ცვლილება ორ ეტაპად განხორციელდება. დაიწყება 2014 წელს და 2015 წელს დასრულდება. ასევე, ცვლილებები შედის კანონში სამხედრო მოსამსახურის შესახებ; კერძოდ, ამიერიდან საბრძოლო მოქმედებაში გარდაცვლილი სამხედროს ოჯახი ნაცვლად - 15 ათასი ლარისა, მიიღებს 100 ათას ლარიან ერთჯერად დახმარებას. საქართველოს შეირაღებული ძალების დევიზია ღირსება და ერთგულება. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად დაფასდეს ის გმირები, რომლებმაც ჩვენს სამშობლოს ბოლომდე უერთგულა”, - განაცხადა ალასანიამ. www.accent.com.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.