პოლიტიკა
ენმ: ბარამიას ქუჩაზე დევნილებს ბინების დაკანონებას პოლიტიკური მიზნების გამო უგვიანებენ (ვიდეო)
ბარამიას ქუჩაზე 144 ოჯახისთვის გადაცემული ბინების დაკანონებას დევნილთა სამინისტრო სპეციალურად აჭიანურებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დამისამართების პროცესის გაჭიანურება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.

„დღემდე არ არის დაწყებული ამ ადამინების დამისამართება მათი ფაქტობირვი საცხოვრებლის მიხედვით და ისინი სხვადასხვა მისამართებზე არისნ ჩაწერილები. ჩვენი ინფორმაციით, დევნილთა სამინისტრო გუბერნატორისა და „ქართული ოცნების“ შტაბის დავალებით შეგნებულად აჭიანურებს ამ პროცესს და 500-მდე დევნილი ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩება“, - აღნიშნა წითლიძემ.



მან სამინისტროს მოუწოდა ამ საკითხზე მუშაობა სასწრაფოდ დაიწყონ, რათა ამომრჩევლებმა ხმის მიცემა საკუთარი ფაქტობრივი მისამართების მიხედვით შეძლონ.

თავის მხრივ, დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს, რომ 144 ოჯახს ბარამიას ქუჩაზე ბინები უახლოესი ორი თვის განმავლობაში დაუკანონდება.



„რეგიონში მუშაობს ერთი ადამიანი, რომელიც დაკანონებაზეა ორიენტირებული და დროის უქონლობისა და ტექნიკური დეტალების გამო ვერ მოხერხდა ბინების საჯარო რეესტრში დაფიქსირება. რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება პროცესის გაჭიანურება, ეს სრული აბსურდია. მათ შეუძლიათ დამატებითი სიით ისარგებლონ და ეს ხმის მციემის პროცედურას ხელს არ შეუშლის“, - განმარტა ჩილაჩავამ.

ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს კატეგორიუად უარყოფენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

„ეს მორიგი სიცრუეა წითლიძის მხრიდან, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფო რწმუნებულის საქმიანი იმიჯის შელახვას“, - განაცხადეს გუბერნატორის პრესსამსახურში.

ბრალდებას უარყოფს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კოდუაც.

"ამ სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა კოდუამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.