Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/images5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკვე საქართველოშია
თვითმფრინავი, რომლითაც რასმუსნი თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოფრინდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტუმრებს აეროპორტში საქართველოს მთავრობის წევრები დახვდნენ. ნატო-ს გენერალური მდივანი პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართავს. ამ მიზნით აეროპორტიდან ის სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაემგზავრა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენი და ბიძინა ივანიშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღესვე ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ასევე სტუმრებისთვის რუსთაველის თეატრში ღონისძიება გაიმართება, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება. ვიზიტის მეორე დღეს, ხვალ, 27 ივნისს კი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან და კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართავს შეხვედრას. იმავე დღეს, ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვა. ნატო-ს ელჩები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უმცირესობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 27 ივნისს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის არაფორმალური სამუშაო სადილი საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან, გიგა ბოკერიასთან. ამავე დღეს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ერთობლივი პრესკონფერენცია. ნატო-ს დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ცერემონიას დაესწრება, რომლებიც მომავალში ავღანეთში გაემგზავრებიან, IშAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად. დელეგაცია თბილისს 27 ივნისსს დატოვებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.