პოლიტიკა
სოხუმი არ აპირებს დაექვემდებაროს ევროპარლამენტის რეზოლუციას
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს, რომელშიც საქართველოს მოუწოდებს  სოხუმსა და ცხინვალში ევროკავშირთან ასოცირების უპირატესობების “გავრცელებისკენ”.  

„აფხაზეთის რესპუბლიკა არ არის შეთანხმების თანამონაწილე ევროკავშირთან და არც სურს მისი დადება. შესაბამისად აფხაზეთის რესპუბლიკა ვერ დაექვემდებარება აღნიშნულ  შეთანხმებას, რომელსაც მის ტერიტორიაზე არ აქვს იურიდიული ძალა. ზემოხსენებულის თანახმად, ევროპარლამენტარების მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ შეშფოთებას იწვევს. ამასთან ერთად, მსგავსი მოწოდების მოტივებიც ცხადი ხდება, თუკი მას მორიგი ” მშვიდობიანი ინიციატივის” კონტექსტში  განვიხილავთ თბილისისა და მისი ევროპელი მეგობრების მხრიდან”, – აცხადებენ სოხუმში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ უშინაარსო რეზოლუციების მიღების სანაცვლოდ, ევროპარლამენტმა უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას შეეგუოს ამიერკავკასიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას.

ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს მცდელობები არსებული დაბრკოლებების დასაძლევად და შეეცადოს გაავრცელოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის სარგებლობის შესაძლებლობა დე ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, ახალი შესაძლებლობების შესახებ კომუნიკაციების გაუმჯობესების გზით, რომელიც გამომდინარეობს ადგილობრივ დონეზე, სოციალური პროექტების სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან. შესაბამისი დოკუმენტის პროექტს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარეობას შეეხება, ამ კვირაში სტრასბურგში დაგეგმილ პლენარულ სესიაზე განიხილავენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.