პოლიტიკა
აფხაზეთის სამთო კურორტ აუათხარაში პირველი თოვლი მოვიდა
აფხაზეთში პირველი თოვლი მოვიდა. სამთო კურორტ აუათხარაში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. ადგილობრივი პანსიონატის მმართველის ასტან არისთავას თქმით, წელს ზამთრის სეზონი ერთი თვით უფრო გვიან დაიწყო.

"მანამდე, პირველი თოვლი სექტემბრის ბოლოს მოდიოდა ხოლმე და შემდეგ, უკვე საფუძვლიანად ოქტომბერში თოვდა", - უთხრა მან ინტერნეტ გამოცემა „აიაირას“.

არისთავას განმარტებით, ყველაზე თამამები უამინდობის პირობებშიც ადიან აუათხარაში პირველი თოვლის სანახავად, თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის უსაფრთხო.

"ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ბევრი არ არის მზად ზამთრის სეზონისთვის, მათ ჯერ არა აქვთ ზამთრის საბურავები და მაღლობზე რთულია ასვლა. თოვამ შესაძლოა ხეები წააქციოს. აი, მაგალითად, დღეს, აუადხარასკენ მიმავალი მანქანა გადაბრუნდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - დასძინა მან.

ასტან არისთავამ გამოცემას უთხრა, რომ პანსიონატი „აუათხარა“ ჯერ არ არის მზად სტუმრების მისაღებად. 

თოვა აფხაზეთის მთებსა და მთისპირა სოფლებში 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სამთო კურორტი აუათხარა ზღვის დონიდან 1650—1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რიწის ტბიდან კი 18 კილომეტრით არის დაშორებული. 

ნახეთ კურორტ "აუთხარას" ადმინისტრაციის ვიდეო, რომელიც ინსტაგრამზე გავრცელდა




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.