Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/fuli.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
მოსამართლეების ხელფასები მაქსიმალურად გაიზრდება
მაქსიმალურად გავზრდით მოსამართლეთა ხელფასებს, რაც შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური კომფორტი, რომ თითოეულმა მათგანმა თავი დაცულად და დამოუკიდებლად იგრძნოს. "სასამართლოს და მოსამართლეებს უნდა შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი რომ ისინი ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ მატერიალურად და მათ ჰქონდეთ ყველაზე კარგი პირობები. პირველი რაც უნდა მივიღოთ, მთელი საზოგადოება უნდა განვითარდეს ჰარმონიულად, წინმსწრებად, თუ ვინმე უნდა განვითარდეს ჩვენს საზოგადოებაში, ეს უნდა იყოს სასამართლო და ესენი უნდა იყვნენ მოსამართლეები. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მაქსიმალურად გავზრდით ხელფასებს, რაც შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტიდან და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გავაუმჯობესებთ სოციალურ პირობებს, ეს იქნება მანქანები თუ სხვა ტიპის ჯანდაცვის დახმარებები, რათა თითოეულმა მოსამართლემ თავი იგრძნოს დაცულად და დამოუკიდებლად", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა მოსამართლემ უნდა იგრძნოს, რომ დღევანდელ მთავრობას აქვს განცდა სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. "პირველ რიგში, სასამართლო უნდა გრძნობდეს ამას და დღეს როგორც ბატონმა ლევანმა თქვა, თითოეულ მოსამართლემდე მიიტანს ამ სულისკვეთებას, რომ მათთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესი აბსოლუტურად მათზე იყოს დამოკიდებული და არა გარე ძალებზე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი ლევან მურუსიძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.