პოლიტიკა
გეგა შენგელიას TBC ბანკის საქმეზე პოზიციის დაფიქსირება ამ ეტაპზე არ სურს
„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას ამ ეტაპზე TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საუბარი არ სურს. რადიო „ათინათი“ დაინტერესდა, როგორია ბანკის ადგილობრივი ფილიალის ყოფილი მმართველისა და ამჟამად პოლიტიკური ფიგურის პოზიცია არსებული საქმის შესახებ. შენგელიამ გვითხრა, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

„ამ ეტაპზე გარემოც არ არის შესაბამისი, რომ ამაზე ვისაუბრო. მოგვიანებით გვექნება საშუალება, რომ დეტალურად ვისაუბრო ამ და სხვა საკითხებზე, გვექნება ამის დრო და სამუშაო რეჟიმში ყველაფერზე დავაფიქსირებ პოზიციას. არ ჩათვალოთ, რომ კითხვაზე არ გპასუხობთ, უბრალოდ, შემდეგისთვის გადავდოთ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შენგელიამ.

გიორგი შენგელია, რომელიც ამჟამად ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს, 2011 წლიდან 2018 წლამდე TBC ბანკის ზუგდიდის სერვისცენტრს ხელმძღვანელობდა.

ზუგდიდის მერობის კანდიდატად მმართველი პარტიიდან ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 25 მარტს წარადგინა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.