პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს
საქართველოს პარტლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე დაკავებული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მან განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს სერიოზულად არ გააკეთებს. რაც შეეხება დღეს პარლამენტში რუსი დეპუტატის მიერ ასამბლეის წაყვანის ფაქტს, კობახიძე განმარტავს, რომ ღონისძიებების მენეჯმენტზე სწორედ პარლამენტის თავმდჯომარეა პასუხისმგებელი.

„მე ამასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ სერიოზულ კომენტარს იმ ადამიანების მოთხოვნაზე, რომლებიც ამ განცხადებით გამოდიან, ვერ გავაკეთებ, კონკრეტული მიზეზების გამო“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ამჟამად ვიზიტით ბაქოში იმყოფება, სადაც დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც ძალიან მძიმე სანახავი იყო".

პარალელურად, აქცია დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს რუსთაველზე, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი შენობის ეზოში შესვლას ცდილობს. მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები.
ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები, სპეცრაზმი და სპეცტექნიკაა მობილიზებული.

ამავე თემაზე:

ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას ცდილობენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.