პოლიტიკა
ხობის მაჟორიტარი თამარ ჩუგოშვილს: გაუთიშეთ ოპოზიციას მიკროფონი, როცა ტყუილს ამბობენ
ხობის მაჟორიტარმა ირაკლი დაჩი ბერაიამ პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, მიმართა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მიკროფონის გათიშვა თხოვა. ბერაიამ ამ თხოვნით ჩუგოშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომაზე დაპირისპირების შემდეგ დარბაზი დატოვეს.

„ჩვენ მოვისმინეთ სამეულისგან სიცრუე, რომელმაც წიკვინა ხმით დაიწყო და ბოხი ხმით განაგრძო. ეს არ არის არც დემაგოგია. გთხოვთ, გამოიყენოთ უფლება, სიცრუის საუბრისას გაუთიშოთ მიკროფონი და არ მისცეთ საშუალება ათქმევინოთ ტყუილები. გთხოვთ, ამ ტყუილს ნუ ასმენინებთ საზოგადოებას პარლამენტიდან“, - თქვა ბერაიამ.

თამარ ჩუგოშვილმა კი მას რჩევისთვის მადლობა გადაუხადა და უპასუხა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს.

ოპოზიცია პარლამენტის დღის წესრიგში შს მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენების საკითხის შეტანას ითხოვდა, რასაც მათსა და „ქართულ ოცნებას“ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.