ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: გიორგი გახარიას ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა
პრემიერი-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისის მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანას აარიდა მძიმე სცენარი. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს, ისევე როგორც მთელ სამინისტროს, მისგან და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ორივე შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათა მკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში და ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმეს სცენარი. დღეს არის სხვა მდგომარეობა და შსს-მ შეძლო და აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრიდან ეკუთვნის მადლობა დამხარდაჭერ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამასთან, ბახტაძემ თქვა, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული იქნება გამოძიება, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებას ეხება. ქვეყნის მეთაურმა ასევე დაშავებულ მოქალაქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მათგანი საკურნალოდ უცხოეთში გააგზავნეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში თბილისის დემონსტრაციების ანალოგიური მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.