პოლიტიკა
საქართველო მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოების რეიტინგში 141-ე ადგილზე აღმოჩნდა
მსოფლიოს 158 ქვეყნისაგან შემდგარ ინდექსში საქართველო ყველაზე მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოების რეიტინგში 141-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული ინდექსი (2012 Global Peace Index) ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. დოკუმენტის ავტორების განმარტებით, რეიტინგის შედგენისას მათ დაახლოებით 23 ინდიკატორი გამოიყენეს. კრიტერიუმებს შორის არის ქვეყნის ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან, საგარეო ომებში დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა, დევნილების რაოდენობა, ტერორისტული აქტების შესაძლებლობა, იარაღის ექსპორტისა და იმპორტის ოდენობა. აღსანიშნავია, რომ რეიტნგში რუსეთი 153-ე ადგილს, სომხეთი – 115-ე, აზერბაიჯანი – 132-ე, თურქეთი – 130-ე, ხოლო ირანი 128-ე ადგილს იკავებს. აშშ 88-ე ადგილზეა, ბოლო, 158-ე პოზიციას სომალი იკავებს. ინდექსის შექმნაში მონაწილეობა მშვიდობის ინსტიტუტისა და კონფლიქტების კვლევის სიდნეის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დამოუკიდებელმა სოციოლოგებმაც მიიღეს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.