პოლიტიკა
პარლამენტში მოსახვედრად ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია იბრძოლებს
„ევროპული საქართველოს“ ადგილობივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ბათლომე შელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის პროპორციულ სიაშია. შელია ამომრჩევლებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ წარუდგინა. მისი თქმით, პარლამენტში ზუგდიდიდან დამატებით კიდევ ერთი დეპუტატის ყოფნა ზუგდიდელებისთვის მეტ ყურადღებას ნიშნავს.

„ბათლომე მონაწილეობს ამ პარტიულ კონკურსში და არის ღია სიაში. მე არ ვმონაწილეობ ამ კონკურსში, ან გავხდები ან არ გავხდები პარლამენტარი. ორჯერ ორის ამოხაზვით შეგვიძლია ის, რომ ზუგდიდს ჰყავდეს ორი დეპუტატი, რაც ზუგდიდელებისთვის არის ნამატი, მეტი ყურადღება და რაც მთავარია დამატებითი ხმა გარდამტეხი ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა უგულავამ.

პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი და პარტიის ე.წ. ღია სიაში მყოფი ბათლომე შელია კი ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ შეთავაზებული მოდელი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა, რადგან ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი აქტივობებით მიაღწიონ წარმატებას.

„ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკსი ხვალინდელი დღე. გიგისთან ერთად შევძლებ დავამარცხო ძალა, რომელიც, წლებია, ქვეყანას აჩერებს და ასევე, ძალა, რომელიც იბრძვის წარსულის ერთპიროვნული მმართველობაის დასაბრუნებლად. მე და გიგი ერთად შევძლებთ, რომ ზუგდიდის ინტერესები აქტიურად დავიცვათ მომავალ პარლამენტში“, - უთხრა ჟურნალისტებს შელიამ.

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებით, მათ საპარლამენტო არცევნებისთვის ღია სია აქვთ დაპარლამენტში მოხვედრის მეტი შანსი იმ რეგიონული წარმომადგენლებს ექნებათ, რომლებიც საკუთარ ოლქებში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.