Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/cesko.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/cesko.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/cesko.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/cesko.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ცესკო-ში პრეზიდენტობის 23 კანდიდატია რეგისტრირებული
ცესკო-ში პრეზიდენტობის 23 კანდიდატია რეგისტრირებული. ესენი არიან მიხეილ სალუაშვილი, ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი სერგო ჯავახიძე, გიორგი ლილუაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ლევან ჩაჩუა, ავთანდილ მარგიანი, გიორგი თარგამაძე, კობა დავითაშვილი, დავით ბაქრაძე, ზურაბ ხარატიშვილი, თეიმურაზ მჟავია, გიორგი ჩიხლაძე, ნუგზარ ავალიანი, აკაკი ასათიანი, ნინო ჭანიშვილი, თეიმურაზ ბობოხიძე, ქართლოს ღარიბაშვილი, მამუკა ჭოხონელიძე, თამაზ ბიბილური და მამუკა მელიქიშვილი. საარჩევნო კანონმდებლობით, კანდიდატების რეგისტრაციისთვის ბოლო ვადა 27 სექტემბერია; 23 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკო-მ სრულად შეამოწმა პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველების მხარდამჭერთა სიები და მათი რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციას პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით განცხადებით სულ 54-მა მსურველმა მიმართა, აქედან 42 საინიციატივო ჯგუფი იყო, ხოლო 12 პოლიტიკური გაერთიანება; 23 რეგისტრირებული კანდიდატიდან ათი - პოლიტიკურმა (მათგან მხოლოდ 7-ია კვალიფიციური სუბიექტი) პარტიამ წარადგინა, ხოლო 13 - საინიციატივო ჯგუფებმა. საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე სხვადასხვა სამართლებრივი ხარვეზების გამო 31 კანდიდატობის მსურველს ეთქვა უარი. ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღისა (17 ოქტომბერი); ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა დარჩენილი კანდიდატის სახელი და გვარი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში. რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგიტრაციას, 23 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიაში რეგისტრირებულია 37 ადგილობრივი, 23 საერთაშორისო და 18 მედია ორგანიზაცია. ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეგისტრაციისთვის ბოლო ვადა ეწურებათ 17 ოქტომბერს, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი - 20 ოქტომბერს. მედია ორგანიზაციებს აკრედიტაცია შეუძლიათ გაიარონ 24 ოქტომბრის ჩათვლით. ცესკო მოუწოდებს მედია საშუალებებს, საარჩევნო პროცესების სრულყოფილად გაშუქების მიზნით დროულად გაიარონ აკრედიტაცია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.